• +20-800-33-000
  • Regione Venetta, 21/100, Milano, Italy
  • Monday-Sunday 9:00 - 23:00

რემონტისა და მშენებლობის მასალების ხარჯების კალკულაცია

  • ხარჯთაღრიცხვის დაანგარიშება ხდება საბაზრო ფასებზე დაყრდნობით და მაქსიმალური სიზუსტით, რაც გამორიცხავს რაიმე სახის მნიშვნელოვან ცდომილებას.
  • მასალების განფასება გაწერილია სწორი რიგითობით და ჩაშლილია დეტალურად: დამხმარე და ძირითადი მასალები, ტრანსპორტირება, მასალების ობიექტზე დაცლა/შეტანა და ყველა ის ხარჯი რაც შესაძლებელია წარმოიქმნას თქვენს კონკრეტულ ობიეტზე.
  • რელოჯისთიქსი ბიუჯეტის საწყის ვერსიას ქმნის თავისი მომწოდებელ პარტნიორებზე დაყრდნობით, თუმცა სრულად ღიაა გაითვალისწინოს მომხმარებლის მოთხოვნები კონკრეტული მომწოდებლების, მაღაზიებისა და მწარმოებლების შესახებ, შესაბამისად მოახდინოს ბიუჯეტის კორექტირება.
  • ბიუჯეტის დათვლა ხორციელდება 5-10 სამუშაო დღის განმავლობაში, დამოკიდებულია პროექტის მასშტაბზე.
  • დათვლილი ბიუჯეტის გაზიარება ხდება Google Spreadsheet-ის მეშვეობით, სადაც მომხმარებელი ყველა ცვლილებას საერთო კოლაბორაციის ცოცხალ რეჟიმში აკვირდება.

პროდუქციის შეძენა და ტრანსპორტირება

  • რელოჯისთიქსი მოქნილია მოახდინოს პროდუქციის შეძენა მინდობილობით პირდაპირ მომხმარებლის სახელით და ასევე რა თქმა უნდა შეიძინოს პროდუქცია თავისი სახელით მომსახურებასთან ერთად.
  • ვინაიდან რელოჯისთიქსი რეგულარულად ახდენს მასალების შეძენას, მისი ეფექტურობა პროდუქციის მიწოდების კუთხით უმაღლესია და ყოველთვის იმ დღესა და საათზე აწვდის ობიექტს მასალებს, როცა ამას რემონტის/მშენებლობის ჯგუფის ხელმძღვანელი მოითხოვს.
  • შეძენილი პროდუქციის ნაკლოვანების ან ტრანსპორტირებისას დაზიანების შემთხვევაში კომპანია სრულად იღებს პასუხისმგებლობას მისი გამოცვლის თაობაზე.
  • მასალების მასშტაბის გარკვეულ მოცულობაზე მეტის შეძენის შემთხვევაში კონკრეტულ პოზიციებზე ტრანსპორტირება უფასოა.

ლოჯისტიკური პროცესების ორგანიზება

  • გარდა ტიპიური მომსახურების რელოჯისთიქსი მზად არის პროექტის განმავლობაში მომხმარებელს მიაწოდოს სხვადასხვა ტიპის დამატებითი ლოჯისტიკური სერვისები.
  • ობიექტზე მასალებისა და მარაგების აღრიცხვა, მონიტორინგი და მასალების ხარჯვის ანგარიშების წარმოება, ნაშთების და მისი შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა.
  • სხვადასხვა ტიპის არა მასალებთან დაკავშირებული ლოჯისტიკური სერვისების გაწევა, რამოდენიმე ობიექტის ერთდროულად მართვის შემთხვევაში შეძენილი მასალების დელეგირება და გადანაწილება სამუშაო პროცესების ცვლილებების მიხედვით.

Add Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Subscribe <span> weekly newsletter </span>

Subscribe weekly newsletter