Follow us

სანდო პარტნიორი

რემონტსა და მშენებლობაში

ჩვენ გაწვდით საუკეთესო ხარისხის მასალებს,

დროულად და ყოველთვის სამართლიან ფასებში.

2022 წლიდან

ჩვენ გაწვდით მასალებს

რელოჯისთიქსი

თქვენი სარემონტო და სამშენებლო ობიექტებისთვის

  • ჩვენ ვართ ლოჯისტიკა
    არ ვართ სარემონტო / სამშენებლო
  • ვართ კორპორატიული
    ვემსახურებით მხოლოდ კომპანიებს
  • ხელშეკრულებით
    ვმუშაობთ ოფიციალურად
  • კალკულაცია
    ჩვენ ვითვლით ხარჯებს
  • შესყიდვები
    პროდუქციის შეძენა - მიტანა
  • სხვა ლოჯისტიკა
    ნებისმიერი ლოჯისტიკური სერვისი
რა ღირს?

ჩვენი სერვისის საფასური

ფასი

ჩვენი სერვისის საფასურია მთელი ბიუჯეტის მასალების საბაზრო ფასის გარკვეული % +  Cashback მასალების მომწოდებლებისგან, რომელიც ბიუჯეტირების შემდეგ სხვადასხვა მოქნილობას იძლევა სარემონტო/სამშენებლო კომპანიისთვის. იხილეთ პრეზენტაცია.

მომსახურების პირობები მოცემულია პრეზენტაციაში

შესრულებული პროექტი

იხილეთ ვიდეო, აღნიშნული პროექტის სარემონტო პარტნიორია კომპანია “რენოვარე”.

ჩვენ გვენდობა

წამყვანი სარემონტო და სამშენებლო კომპანიები.

გსურთ სიმშვიდე მასალების შესყიდვისა და ლოჯისტიკის სფეროში? დღესვე დარეკეთ.

+995 599 628 628

+995 599 628 628

ჩვენი სერვისები

რემონტისა და მშენებლობის მასალების ხარჯების კალკულაცია

ხარჯთაღრიცხვის დაანგარიშება ხდება საბაზრო ფასებზე დაყრდნობით და მაქსიმალური სიზუსტით, რაც გამორიცხავს რაიმე სახის მნიშვნელოვან ცდომილებას.

მასალების განფასება გაწერილია სწორი რიგითობით და ჩაშლილია დეტალურად: დამხმარე და ძირითადი მასალები, ტრანსპორტირება, მასალების ობიექტზე დაცლა/შეტანა და ყველა ის ხარჯი რაც შესაძლებელია წარმოიქმნას თქვენს კონკრეტულ ობიეტზე.

რელოჯისთიქსი ბიუჯეტის საწყის ვერსიას ქმნის თავისი მომწოდებელ პარტნიორებზე დაყრდნობით, თუმცა სრულად ღიაა გაითვალისწინოს მომხმარებლის მოთხოვნები კონკრეტული მომწოდებლების, მაღაზიებისა და მწარმოებლების შესახებ, შესაბამისად მოახდინოს ბიუჯეტის კორექტირება.

ბიუჯეტის დათვლა ხორციელდება 5-10 სამუშაო დღის განმავლობაში, დამოკიდებულია პროექტის მასშტაბზე.

დათვლილი ბიუჯეტის გაზიარება ხდება Google Spreadsheet-ის მეშვეობით, სადაც მომხმარებელი ყველა ცვლილებას საერთო კოლაბორაციის ცოცხალ რეჟიმში აკვირდება.

პროდუქციის შეძენა და ტრანსპორტირება

რელოჯისთიქსი მოქნილია მოახდინოს პროდუქციის შეძენა მინდობილობით პირდაპირ მომხმარებლის სახელით და ასევე რა თქმა უნდა შეიძინოს პროდუქცია თავისი სახელით მომსახურებასთან ერთად.

ვინაიდან რელოჯისთიქსი რეგულარულად ახდენს მასალების შეძენას, მისი ეფექტურობა პროდუქციის მიწოდების კუთხით უმაღლესია და ყოველთვის იმ დღესა და საათზე აწვდის ობიექტს მასალებს, როცა ამას რემონტის/მშენებლობის ჯგუფის ხელმძღვანელი მოითხოვს.

შეძენილი პროდუქციის ნაკლოვანების ან ტრანსპორტირებისას დაზიანების შემთხვევაში კომპანია სრულად იღებს პასუხისმგებლობას მისი გამოცვლის თაობაზე.

მასალების მასშტაბის გარკვეულ მოცულობაზე მეტის შეძენის შემთხვევაში კონკრეტულ პოზიციებზე ტრანსპორტირება უფასოა.

ლოჯისტიკური პროცესების ორგანიზება

გარდა ტიპიური მომსახურების რელოჯისთიქსი მზად არის პროექტის განმავლობაში მომხმარებელს მიაწოდოს სხვადასხვა ტიპის დამატებითი ლოჯისტიკური სერვისები.

ობიექტზე მასალებისა და მარაგების აღრიცხვა, მონიტორინგი და მასალების ხარჯვის ანგარიშების წარმოება, ნაშთების და მისი შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა.

სხვადასხვა ტიპის არა მასალებთან დაკავშირებული ლოჯისტიკური სერვისების გაწევა, რამოდენიმე ობიექტის ერთდროულად მართვის შემთხვევაში შეძენილი მასალების დელეგირება და გადანაწილება სამუშაო პროცესების ცვლილებების მიხედვით.