- by admin
- March 21, 2023
- 1,657
- 0
რემონტისა და მშენებლობის მასალების ხარჯების კალკულაცია
- ხარჯთაღრიცხვის დაანგარიშება ხდება საბაზრო ფასებზე დაყრდნობით და მაქსიმალური სიზუსტით, რაც გამორიცხავს რაიმე სახის მნიშვნელოვან ცდომილებას.
- მასალების განფასება გაწერილია სწორი რიგითობით და ჩაშლილია დეტალურად: დამხმარე და ძირითადი მასალები, ტრანსპორტირება, მასალების ობიექტზე დაცლა/შეტანა და ყველა ის ხარჯი რაც შესაძლებელია წარმოიქმნას თქვენს კონკრეტულ ობიეტზე.
- რელოჯისთიქსი ბიუჯეტის საწყის ვერსიას ქმნის თავისი მომწოდებელ პარტნიორებზე დაყრდნობით, თუმცა სრულად ღიაა გაითვალისწინოს მომხმარებლის მოთხოვნები კონკრეტული მომწოდებლების, მაღაზიებისა და მწარმოებლების შესახებ, შესაბამისად მოახდინოს ბიუჯეტის კორექტირება.
- ბიუჯეტის დათვლა ხორციელდება 5-10 სამუშაო დღის განმავლობაში, დამოკიდებულია პროექტის მასშტაბზე.
- დათვლილი ბიუჯეტის გაზიარება ხდება Google Spreadsheet-ის მეშვეობით, სადაც მომხმარებელი ყველა ცვლილებას საერთო კოლაბორაციის ცოცხალ რეჟიმში აკვირდება.
პროდუქციის შეძენა და ტრანსპორტირება
- რელოჯისთიქსი მოქნილია მოახდინოს პროდუქციის შეძენა მინდობილობით პირდაპირ მომხმარებლის სახელით და ასევე რა თქმა უნდა შეიძინოს პროდუქცია თავისი სახელით მომსახურებასთან ერთად.
- ვინაიდან რელოჯისთიქსი რეგულარულად ახდენს მასალების შეძენას, მისი ეფექტურობა პროდუქციის მიწოდების კუთხით უმაღლესია და ყოველთვის იმ დღესა და საათზე აწვდის ობიექტს მასალებს, როცა ამას რემონტის/მშენებლობის ჯგუფის ხელმძღვანელი მოითხოვს.
- შეძენილი პროდუქციის ნაკლოვანების ან ტრანსპორტირებისას დაზიანების შემთხვევაში კომპანია სრულად იღებს პასუხისმგებლობას მისი გამოცვლის თაობაზე.
- მასალების მასშტაბის გარკვეულ მოცულობაზე მეტის შეძენის შემთხვევაში კონკრეტულ პოზიციებზე ტრანსპორტირება უფასოა.
ლოჯისტიკური პროცესების ორგანიზება
- გარდა ტიპიური მომსახურების რელოჯისთიქსი მზად არის პროექტის განმავლობაში მომხმარებელს მიაწოდოს სხვადასხვა ტიპის დამატებითი ლოჯისტიკური სერვისები.
- ობიექტზე მასალებისა და მარაგების აღრიცხვა, მონიტორინგი და მასალების ხარჯვის ანგარიშების წარმოება, ნაშთების და მისი შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა.
- სხვადასხვა ტიპის არა მასალებთან დაკავშირებული ლოჯისტიკური სერვისების გაწევა, რამოდენიმე ობიექტის ერთდროულად მართვის შემთხვევაში შეძენილი მასალების დელეგირება და გადანაწილება სამუშაო პროცესების ცვლილებების მიხედვით.